0 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნესდაჯილდოების მეორე პანელურ დისკუსიაზე მომავლის პროდუქტებზე ისაუბრეს

 

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში მეორე პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც მომავლის პროდუქტების განხილვას შეეხო. დისკუსიის სპიკერები თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი, პაატა ღაძაძე, ინდუსტრიული დიზაინერი, ზვიად ციკოლია და ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული კომპანიების „პოსტრედის“ და „არტისიოს“ დამფუძნებლები ბესო კაჭარავა და ირაკლი სვანიძე იყვნენ. 

ბიზნესები სულ უფრო მეტს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შექმნან მომავლის პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებისთვის მიმზიდველი იქნება არამხოლოდ დღეს, არამედ წლების შემდეგაც. ამ მიმართულებით წარმატების მაგალითების გაზიარება, სხვა კომპანიების მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზება და ამ გზით ბიზნესისთვის საუკეთესო გამოსავალზე ფიქრი, შეიძლება, ბევრისთვის დამხმარე საშუალებად იქცეს.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება მრავალი წელია, ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა და განვითარებაზე ზრუნავს და, საუკეთესო მაგალითების ჩვენებით, დამწყებ კომპანიებს წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობებს უზიარებს.

თიბისის ინიციატივით და Visa-სთან პარტნიორობით, ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში, პანელური დისკუსიების სერია დაიწყო.  5 თვის განმავლობაში 5 შეხვედრა გაიმართება და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები აუდიტორიას წარმატებულ მაგალითებზე მოუყვებიან, განვითარების შესაძლებლობებზე მოსაზრებებს გაუზიარებენ და დამსწრეებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხს გასცემენ.

პანელური დისკუსიების პირველი შეხვედრა 16 მარტს გაიმართა, მეორე კი, 27 აპრილს ჩატარდა. დისკუსია დაჯილდოების კიდევ ერთ ნომინაციას შეეხებოდა,  მონაწილეებმა მომავლის პროდუქტების შესახებ ისაუბრეს, ბიზნეს გარემოში ბოლო ათწლეულში მომხდარი ცვლილებები შეაფასეს და დამსწრე აუდიტორიას პირადი გამოცდილებები გაუზიარეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები