0 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გამოიჩინეთ სიფრთხილე” – ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შესაძლო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.

“ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს, უცხოური ბანკები და ორგანიზაციები სესხის მიღებას გარკვეული თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ სთავაზობენ. გასათვალისწინებელია, რომ შეტყობინებებში მითითებული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. შესაბამისად, არსებობს ამ სქემით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა სახის თაღლითობის განხორციელების რისკი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი თანხების განკარგვისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის შეთავაზება საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებიდან მოდის. ნებისმიერი შეთავაზების შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს შეთავაზება ლეგიტიმურია და თაღლითობის ნიშნებს არ შეიცავს”,- წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 2 406 406.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები