1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძალიან დიდი რაოდენობით შეკრებები იყო, უმრავლესობა ოჯახებში პირბადის გარეშე სხედან. ამიტომ, უფრო მეტი გავლენა ექნება ამ წინასაახალწლო დღეებს - კულუმბეგოვი

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საახალწლო პერიოდში მოქალაქეების მობილობა საკმაოდ მაღალი იყო. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც სოციალურ აქტივობაში ის ადამიანებიც კი იყვნენ ჩართული, ვინც მოქალაქეებს სახლში ყოფნისკენ მოუწოდებდნენ. 

"პირველიდან თუ 31-დან დაწყებული, ის ადამიანებიც კი, ვინც მოუწოდებდნენ კიდეც, რომ არ იყოს სოციალური აქტივობა და სახლიდან მოვულოცოთ ერთმანეთს, ძალიან დიდი რაოდენობით შეკრებები იყო. თან უმრავლესობა მათგანი ოჯახებში პირბადის გარეშე სხედან. ამიტომ უფრო მეტი გავლენა ექნება ამ წინასაახალწლო დღეებს.

იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება იგივე საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვა, ძალიან აზარალებს საშუალო და დაბალი შემოსავლის ადამიანებს. ვინც მდიდარია და შემოსავალი აქვს, ის მანქანით გადაადგილდება. ამიტომ ყველაზე მეტად დამაზიანებელი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფი მოხსნა, ეს საზოგადოების ინტერესებში შედის", - განაცხადა იმუნოლოგმა. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ჩატარდა 3 845 ტესტი.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები