1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს, ძალიან გაგვიჭირდება” – გიორგი ფხაკაძე

თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს, ჯანდაცვის სისტემას კოლაფსი ელოდება – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე, საუბრობს და ამბობს, რომ სახეცვლილი ვირუსი, რომელიც ბრიტანეთში გავრცელდა და რეგულაციების გამკაცრების მიზეზი გახდა, განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ის არსებულზე 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

მისი თქმით, ხელისუფლებამ პრევენციული ზომები უნდა მიიღოს და მოსახლეობისთვის სამედიცინო პირბადეზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს, რადგან, მისი ვარაუდით, შესაძლოა ამ შტამზე ჩვეულებრივი პირბადე  საკმარისი არ იყოს.

“თუ ვერ მოხდება ამ ვირუსის შეჩერება და ეს გავრცელდება ევროპის კონტინენტზე და საქართველომდე მოვა, ჩვენთან იქნება უფრო სავალალო მდგომარეობა. დავინახეთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ მართავს ამ ვირუსს. თუ ის მოხვდება საქართველოში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. აქ ხარისხიანი სამედიცინო პირბადე შეიძლება იყოს ერთერთი საუკეთესო საშუალება, რომ ვიყოთ დაცულები, ვინაიდან, შეიძლება, ჩვეულებრივი პირბადე არ იყოს საკმარისი ამ შტამის საწინააღმდეგოდ”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მთავარი არხი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები