1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნარიყალა ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლებს შორის დასახელდა

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა. თბილისის მერიის ცნობით, ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიის მიერ იქნა შერჩეული, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში. თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხე-სიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს მოიხსენიება. ამ დროიდან თბილისი ევროპულ რუკებზე ტრანსკავკასიის მნიშვნელოვან ქალაქად ფიქსირდება. ამავე საუკუნის რომაელთა საგზაო რუკა “ტაბულა პევტინგერიანა” თბილისს ფილადოს (ჰილადოსი) სახელით აღნიშნავს.

1827 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილად — ქვედა და ზედა გამაგრებად იყოფა. ქვედა გამაგრების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად გადაკეთდა კოშკები, კედლები და რამდენიმე ბასტიონი.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამჟამად, ნარიყალას ციხე-სიმაგრეს ნგრევის საფრთხე ემუქრება. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამას ევროპა ნოსტრა ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და სამოქალაქო საზოგადოების კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპაში მდებარე საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის გადარჩენას ისახავს მიზნად.

მერიის ინფორმაციით, ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის, ასევე, დასახელდნენ:

  • ახენზის რკინიგზა ავსტრიის ქალაქ ტიროლში;
  • მოდერნ თეატრის შენობა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში;
  • მიროგოის სასაფლაო კომპლექსი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში;
  • სან დენის ეკლესია საფრანგეთის ქალაქ სენტ ომერში;
  • მწვანე სისტემა გერმანიის ქალაქ კოლონში;
  • ხუთი სამხრეთ ეგეოსის კუნძული საბერძნეთში;
  • ჯუსტის ბაღი იტალიის ქალაქ ვერონაში;
  • პალაცო ძენობიო იტალიის ქალაქ ვენეციაში;
  • დეჩანის მონასტერი კოსოვოში;
  • ცენტრალური ფოსტის შენობა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში და
  • სან ხუანის სამლოცველო ესპანეთის ქალაქ კანტაბრიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები