1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი COVID-19-ით გარდაიცვალა

საპატრიარქოს ინფორმაციით, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

“გუშინ, 2020 წლის 17 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე.

მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

18 და 19 დეკემბერს დეკანოზი ზურაბი დასვენებული იქნება ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ხოლო 20 დეკემბერს, კვირას, 14 საათზე იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ზურაბის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი ზურაბი”. – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები