2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ქვეყანაში სულ 1 161 ადამიანი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 161 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა სიჭინავამ.

ამასთან, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 123 470-ს. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 102 270-მდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები