0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,უმძიმესი მდგომარეობაა საქართველოს გზებზე - 12 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 5 დღეში"

 ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში საქართველოში მომხდარი ავარიების საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს.

"უმძიმესი მდგომარეობაა საქართველოს გზებზე - 12 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 5 დღეში. აქედან 5 პირი აჭარაში მინიბუსის სატვირთოსთან შეჯახების გამო გამოგვაკლდა.

წუხელ საშინელი ავარია ვნახე გორგასალზე, ბალნეოლოგიურთან.
საგანგაშო რიცხვია.

ეს ნიშნავს, რომ გვყვავს ბევრი უკულტურო ან დაბალი კვალიფიკაციის მძღოლი, ეს ნიშნავს, რომ პოლიცია გზებზე სრულად ვერ აკონტროლებს მდგომარეობას, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს ცუდი გზები, ეს ნიშნავს, რომ მძღოლთა საგამოცდო სისტემა დაუყოვნებლივ უნდა გაუმჯობესდეს და ეს ნიშნავს, რომ ვიმკით იმ მძიმე შედეგებს, როცა მართვის მოწმობებს ქრთამით და ნაცნობობით ან მხოლოდ საჭის მართვის გამო გავცემდით და მოძრაობის წესების ცოდნას არ ვითხოვდით.


თუ რამეს არ შევცვლით, შემდეგი მსხვერპლი ჩვენ ვიქნებით. მწარეა, მაგრამ ასეა

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები