1 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

როდესაც ხარ კრიმინალი და გელოდება სასამართლო პროცესი, ბუნებრივია, შენთვის ყველაზე მარტივია, სცადო სასამართლოს დისკრედიტაცია.. მისი ტელევიზია იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სასამართლო სისტემის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე გვარამიაზე

როდესაც კრიმინალი ხარ, იცი, რომ დანაშაული ჩადენილი გაქვს და კონკრეტული სასამართლო პროცესი გელოდება, ბუნებრივია, შენთვის ყველაზე მარტივია, მაქსიმალურად სცადო სასამართლოს დისკრედიტაცია, რათა შენი დადანაშაულება არ მოხდეს საზოგადოების მხრიდან, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ფასდება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ყველა განაჩენი პოლიტიკურ დევნად.

„ასეა, სხვა გზა არ გაქვს და იგივე ხდება „ნაცმოძრაობის“ შემთხვევაშიც. მათ იციან, რომ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და კრიმინალები არიან. გვარამიამ ხომ ძალიან კარგად იცოდა, რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი?! ის ძარცვავდა იმ ტელეკომპანიას, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე რამდენიმე თვეში ჰქონდა გადასაცემი. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ამის გამო, მისი ტელევიზია იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. რატომ?! – დღეს საუბრობს იმაზე, რომ სასამართლომ უსამართლო სასჯელი შეუფარდა და ამას წინ უძღოდა მისივე წარმოებული კამპანია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, იმავე ეხება სააკაშვილს, მის ინტერესებს, უგულავას და ა.შ. ისინი არიან კრიმინალები, რაც სასამართლოს მიერ არის დადასტურებული; რიგ შემთხვევებში, ეს ყველაფერი სტრასბურგის მიერ არის დადასტურებული. თავიდან რომ აირიდონ ეს შტამპი, რასაც ჰქვია დამნაშავის შტამპი, იძულებული არიან, მუდმივად დაუპირისპირდნენ სასამართლო სისტემას. არის მარტივი ჩაკეტილი წრე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, თავიდან, როცა სასამართლოსთან დაკავშირებით კამპანია დაიწყო, მათ ეს ყველაფერი „რუსთავი 2“-ის საქმეს დაუკავშირეს.

„მანამდე არანაირი კამპანია არ წარმოებდა, არც კლანი გვესმოდა და არც არაფერი. სადღაც 2017 წლამდე საერთოდ არ იყო არაფერი და 2017 წლიდან დაიწყო ეს ტოტალური კამპანია“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები