1 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტიპი რა დონის თავხედია, რომ მიმკურნალოთ, პირობები შეასრულეთო – ზარქუა სააკაშვილზე

“ᲢᲘᲞᲘ ᲠᲐ ᲓᲝᲜᲘᲡ ᲗᲐᲕᲮᲔᲓᲘᲐ, ᲠᲝᲛ ᲒᲕᲔᲣᲑᲜᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛ ᲛᲘᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲗ, ᲩᲔᲛᲘ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ ᲨᲔᲐᲡᲠᲣᲚᲔᲗᲝ. ᲐᲡᲔᲗᲘ ᲠᲐᲛᲔ ᲒᲐᲒᲝᲜᲘᲚᲐ? ᲡᲘᲡᲣᲚᲔᲚᲔ 5 ᲗᲣ 6 ᲞᲘᲠᲝᲑᲐ ᲬᲐᲐᲧᲔᲜᲐ. ᲘᲛᲘᲡ ᲒᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲛᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲛᲐᲦᲐᲚᲘ ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲘᲐ, ᲘᲣᲡᲢᲘᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲝᲛ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲔᲠᲗᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ ᲒᲐᲓᲐᲓᲒᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲡ ᲛᲐᲦᲐᲚᲙᲕᲐᲚᲘᲤᲘᲪᲘᲣᲠ ᲙᲚᲘᲜᲘᲙᲐᲨᲘ ᲒᲐᲓᲐᲧᲕᲐᲜᲐ ᲨᲔᲡᲗᲐᲕᲐᲖᲐ. ᲛᲘᲡᲘ ᲒᲐᲓᲐᲡᲬᲧᲕᲔᲢᲘᲐ, ᲨᲔᲗᲐᲕᲐᲖᲔᲑᲐᲡ ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ. ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲞᲐᲢᲘᲛᲐᲠᲡ, ᲐᲡᲔᲕᲔ ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲡᲐᲐᲙᲐᲨᲕᲘᲚᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ ᲛᲘᲔᲬᲝᲓᲔᲑᲐ, ᲨᲘᲛᲨᲘᲚᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲠᲨᲘᲛᲨᲘᲚᲝᲑᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲒᲐᲓᲐᲡᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲐ. ᲠᲐᲪ ᲨᲔᲔᲮᲔᲑᲐ ᲗᲐᲕᲓᲔᲑᲝᲑᲐᲡ, ᲔᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲪᲘᲠᲙᲐᲓ ᲐᲥᲪᲘᲔᲡ, ᲨᲝᲣᲡ ᲔᲚᲔᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ ᲨᲔᲘᲢᲐᲜᲔᲡ. ᲗᲐᲕᲓᲔᲑᲨᲘ ᲕᲘᲜ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲣᲓᲒᲔᲡ, ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲠᲘᲢᲔᲢᲣᲚᲘ ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲞᲘᲠᲝᲑᲐᲡ ᲓᲐᲓᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲐᲠ ᲨᲔᲪᲕᲚᲘᲡ? ᲙᲝᲜᲙᲠᲔᲢᲣᲚᲘ ᲒᲕᲐᲠᲘ ᲗᲥᲕᲘᲗ. ᲐᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲡ ᲛᲘᲡᲯᲘᲚᲘ ᲐᲥᲕᲡ ᲙᲝᲜᲙᲠᲔᲢᲣᲚ ᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲖᲔ ᲓᲐ ᲛᲝᲠᲩᲐ, ᲛᲐᲜ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲘᲮᲐᲓᲝᲡ”

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ექსპრეზიდენტზე. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ 5 პირობა დაასახელა, რისი შესრულების შემთხვევაშიც კლინიკა ვივამედში გადავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები