0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მშობლების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ მშობლების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული მ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ.ჯ. მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხოლო მამამისს სახეში ხელი დაარტყა, რითაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა მ.ჯ. 2018 წლის 1 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები