1 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სუბოქსინისა“ და ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, ცოლ-ქმარი - 1981 წელს დაბადებული მ.ქ. და 1989 წელს დაბადებული უ.ი. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, უ.ი.-ს ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები