0 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით,  აღნიშნული პირები 2016-2017 წლებში, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, გერმანიის და ყაზახეთის ორი მოქალაქის კუთვნილ ჯამში 11 444 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 4 მლნ ლარს აღემატება.

 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები