1 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაექცა თუ არა პოლიციას ისნის სამმართველოდან მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი?

ჩამოტვირთვა

    გაექცა თუ არა პოლიციას ისნის სამმართველოდან მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი? ინფორმაცია გაქცევის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გაავრცელა. 

 აღნიშნული  არც შსს-ში და არც ისნის პოლიციის განყოფილებაში არ დაუდასტურეს. 
 გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში ერთი დაკავებული მიიყვანეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი მომხდარ ინციდენტთან. 

 დათო როსტომაშვილს გუშინ თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩაზე დაესხნენ თავს. დამნაშავეს ნიღაბი ეკეთა. მან ბეისბოლის ჯოხით როსტომაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენა, რის შემდეგაც მსახიობი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები