1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიგი უგულავამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა

ჩამოტვირთვა

თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდზე, რომელზეც პირველ ინსტანციაში განაჩენი უკვე არსებობს, სააპელაციო სასამართლო მსჯელობს. თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა.

გიგი უგულავამ საკუთარ სიტყვაში დღეს სასამართლო პროცესზე მისვლის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ მას სურს საკუთარი გამოსვლით სიცხადე შეიტანოს საქმეში. 

უგულავას განცხადებით, მას არ ქონია განზრახვა, რომ ადამიანთა დასაქმება პარტიული ნიშნით მომხდარიყო. მისივე თქმით, როდესაც ადამიანებს სახელმწიფო უხდის ხელფასს  და პარტიულად ელაპარაკება, ეს ძალიან ცუდია. უგულავა ამბობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს და პარტიის გამიჯვნა შესაძლებელი იყო, თუმცა როგორც თავად თვლის, საკმარისად არ მოინდომა. 

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა მისი მერობის პერიოდშიც არსებობდა და დღესაც არსებობს, რაც მისი თქმით, შეცდომაა და რასაც მან სათანადო ყურადღება არ მიაქცია. 

"თბილსერვისის ეპიზოდზე ვისაუბრებ და მასზე გავაკეთებ ფოკუსირებას. მქონდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარე რაღაც თვალსაზრისით სამართლებრივ ნარატივს გვთავაზობს. როდესაც ამ საქმეზე გამოძიება დაიწო, მაშინვე ვთქვი, ეს ხალხი მე დავასაქმე. როგორ წარმოგიდგენიათ ხელი გავიშვირო ვიღაცისკენ, მოადგილე იქნება თუ სხვა ვინმე. ეს 700 კაცი მე დავასაქმე. არასდროს გავურბივარ პასუხისმგებლობას. გარდა იმისა, რომ სამართლებრივი ასპექტები არსებობს, არსებობს მორალური ასპექტებიც. თუ რამე არასწორი გაკეთდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა.

"განზრახვა, რომ ეს ხალხი პარტიული ყოფილიყო, არ მქონია, თუმცა სხვანაირად გამოვიდა. ადამიანს, როდესაც სახელმწიფო უხდის ხელფასს და ის მიდის მოქალაქესთან და პარტიულად ელაპარაკება, ეს ძალიან ცუდია. მე ვერ ავლაგმე ეს ცუდი პრაქტიკა. მე რომ მიზანი დამესახა ადმინისტრაციული ორგანოს და პარტიის გამიჯვნა, გამომივიდოდა, არ მოვინდომე. ეს ჩემამადეც ასე იყო და ახლაც ასე გრძელდება. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამას არ მივაქციე ყურადღება, რომ საჯარო მოხელე საჯარო მოხელე ყოფილიყო და პარტიული - პარტიული. ფაქტია, რომ ეს ნაწილი ჩემი საქმიანობის იყო ჩემი სუსტი რგოლი, მე ამას ვაღიარებ, რომ დამესახა მიზნად რაღაც დონეზე მე ამას შევცვლიდი.

"რა თქმა უნდა, ეს ამბავი ასე არ იყო ჩაფიქრებული და ასე გამოვიდა. ცუდია? კი ძალიან ცუდია. შევთანხმდეთ ერთ რამეზე, სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებული ადამიანები თუ პარტიულები არიან, ცუდია, მაგრამ ეს ჩემი ბრალიცაა. ეს ჩემი საქმიანობის მინუსია. საბჭოთა ტრადიციიდან მოდის ქვეყანა, ზღვარი წაშლილი იყო. ეს ინერცია სამწუხაროდ, მოდის დღესაც, ეს არ შეცვლილა არც 90-იანებში, არც ჩვენ დროს არ დავისახეთ მისი გარდატეხა.

"მე ეს პრობლემა ვერ მოვაგვარე. ნებისმიერ ადამიანს კარზე რომ დაუკაკუნებ და ეტყვი მერიის თანამშრომელი ვარ და თან აგიტატორი ხარ, ცუდია. ეს ჩემი შეცდომაა და ვაღიარებ. არ მივაქციე სამწუხაროდ ყურადღება. ეს მთავარი პრიორიტეტი არ ყოფილა სამწუხაროდ. ამოცანა მქონდა, დამეცვა ამ რუტინული დაკითხვებისგან ჩემი თანამშრომლები და მეორე ამოცანა  - სწორი მიმართულებით ყოფილიყო ბრალდებები და არ ვყოფილიყავი ნაძვის ხესავით დახუნძლული. არასწორია, როდესაც სახელმწიფო გიხდის ხელფასს და თან გეუბნება პარტიული ინტერესები გაატარეო, მაგრამ, ეს არ არის გაფლანგვა. არ გავურბივარ მე ამ პასუხისმგებლობას, რასაც არასდროს და ვერასდროს ვერ მივიღებ, არის გაფლანგვის მუხლი. არც 3047 სარგებელი მიმიღია," - განაცხადა გიგი უგულავამ. 

შეგახსენებთ, რომ საქმე გიგი უგულავას მიერ თანხების მითვისება-გაფლანგვას ეხება.

ბრალდებულის ადვოკატებს სისხლის სამართლის ის ნორმა, რომელიც მითვისება-გაფლანგვას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული.

ამ წუთებში კოლეგია სათათბიროდ არის გასული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები