1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ ხობში უკანონო იარაღი ამოიღო

ჩამოტვირთვა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1949 წელს დაბადებული რუბენ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხობში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, 222 საბრძოლო ვაზნა, 7 მჭიდი, „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა და 2 ამფეთქი დეტონატორით ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები