0 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 7-ის ნაცვლად 37 დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით.

„რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის პორტალის, ასევე 1522 ცხელი ხაზის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ერთიანი რიგი დავიცვათ, შემდეგ იქნება ისევ შესაძლებელი ვირტუალური რეგისტრაციაც, ასე რომ, მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე რეგისტრაციას ან 1522- ზე, შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ამისთვის 37 დაწესებულებაა შერჩეული ქვეყნის მასშტაბით, ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება იმისთვის, რომ არ შეიქმნას რიგი და ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს მოკლე ხანში.

პირველი დოზა ვინც გაიკეთა „ფაიზერის“ გასული კვირების განმავლობაში, მათთვის რეგისტრაცია ძალიან მალე დაიწყება და ამაზე განცხადება გაკეთდება, არანაირი შეფერხება ამ პირებს არ ექნებათ.

დოზების რაოდენობა ქვეყანაში როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება. „ფაიზერის“ ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, თუ ეს ადრე იყო მხოლოდ 7 დაწესებულებაში და სამ დიდ ქალაქში, ახლა „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 37 დაწესებულებაში ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ რეგიონულ და რაიონულ დონეზეც ჩაიტარონ ვაქცინაცია,"- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები