0 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავისუფლებისთვის – 20:00 საათზე, მდუმარე აქცია პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, პარლამენტის შენობასთან დღეს, 20:00 საათზე, მდუმარე აქცია დაანონსდა.

“თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას, თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ საკუთარ თავს, საკუთარ შვილებს, საკუთარ ცხოვრებას და დამოუკიდებლობის წლებში მოპოვებულ მცირედ თავისუფლებას, ხვალ ამას ვეღარ მოვახერხებთ – ქალაქის ქუჩებში მობოგინე საპატრიარქო-ოცნების კოალიცია ჩაგვყლაპავს!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

აქციას პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები