0 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სოფო გელოვანი: ,,არ მიმიცია უმაღლესი შეფასება რუსი კონკურსანტისათვის"

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings.

რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო. მას ქართველი კონკურსანტი, გრიგოლ ყიფშიძე მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა. უმაღლესი ქულა ქართულმა ჟიურიმ სწორედ რუს მონაწილეს დაუწერა.

მას შემდეგ არ წყდება კრიტიკა ქართველი ჟიურის წევრების მიმართ.მომღერალი სოფო გელოვანი თავის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"საწყენია,რომ საქართველოს წარმომადგენელმა მხოლოდ მეორე ადგილი აიღო, მითუმეტეს, რომ გრიგოლი გამარჯვებას ყველაზე მეტად იმსახურებდა. საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი,მაგრამ სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოლემიკამ ისეთი მძაფრი ფორმა მიიღო,რომ იძულებული გავხდი საკითხით დაინტერესებული პირებისათვის ასეთი განმარტება გამეკეთებინა. მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო: როგორც ჟიურის ერთ-ერთ წევრს არ მიმიცია უმაღლესი შეფასება რუსი კონკურსანტისათვის."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები