შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
თიბისიმ და ფარმადეპომ, ექსკლუზიური, სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს 2022 წლის 12 დეკემბერს. პარტნიორობის ფარგლებში, თიბისისა და ფარმადეპოს მომხმარებლები სხვადასხვა შეთავაზებით და აქციებით ისარგებლებენ.
თანამშრომლობა ერთმანეთთან დააკავშირებს ერთი მხრივ წამყვან ფინანსურ ინსტიტუციასა და ყველაზე დიდი დაფარვის მქონე სააფთიაქო ქსელს. პარტნიორობის მიზანი თიბისის საბანკო სერვისების ნაკრების მფლობელებისა და ფარმადეპოს მომხმარებლების ლოიალობის გაზრდაა.
ფასდაკლების მიღებისა და გამოყენების წესები მარტივია: პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის საბანკო სერვისების ნაკრების მფლობელებს ყოველი თვის დასაწყისში გაეგზავნებათ უნიკალური პრომო კოდ(ებ)ი SMS შეტყობინების სახით. მომხმარებელი ფარმადეპოში წარადგენს თიბისის SMS შეტყობინებით მიღებულ კოდს, რის შემდეგაც მოხდება ნაკრების ტიპის მიხედვით შესაბამისი შეთავაზების გააქტიურება.
ფარმადეპოს შეთავაზებები თიბისის საბანკო სერვისების ნაკრების ტიპის მიხედვით:
1. 2 ლარიანი ნაკრების მფლობელებისთვის
· 3 ნებისმიერ მედიკამენტზე 15 %-იანი ფასდაკლება. საახალწლოდ, 12 დეკემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 25%.
2. 5 ლარიანი ნაკრების მფლობელებისთვის
· 3 ნებისმიერ მედიკამენტზე 15 %-იანი ფასდაკლება. საახალწლოდ, 12 დეკემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 25%.
· თავის მოვლის საშუალებებიდან 3 ნებისმიერ პროდუქტზე 30% ფასდაკლება მოცემული ბრენდებიდან: ვიში, ავენი, ლავერა, ლა კუღ ბოტე, ალკმენე, დიპლონა, ნუმის მედი, ვანდინი, ნოუთი.
3. 10 ლარიანი ნაკრების მფლობელებისთვის
· 3 ნებისმიერ მედიკამენტზე 15%-იანი ფასდაკლება. საახალწლოდ, 12 დეკემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 25%.
· თავის მოვლის საშუალებებიდან 3 ნებისმიერ პროდუქტზე 30% ფასდაკლება მოცემული ბრენდებიდან: ვიში, ავენი, ლავერა, ლა კუღ ბოტე, ალკმენე, დიპლონა, ნუმის მედი, ვანდინი, ნოუთი
· ბავშვის მოვლის და კვების (რძის გარდა) 3 ნებისმიერ პროდუქტზე 25% ფასდაკლება მოცემული ბრენდებიდან - ტოპიკრემი, სანოსანი, სეპტონა, როიალ კომფორტი, ტენერა, პილო, ნუტრიბენი, სემპერი. საახალწლოდ, 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 35%.
ფასდაკლების პრომო კოდი არის ერთჯერადი და მოქმედებს შეტყობინების მიღებიდან მიმდინარე თვის ბოლომდე. ნაკრების ახალი მომხმარებლები პრომო კოდს მიიღებენ ნაკრების გამოწერიდან მომდევნო თვის დასაწყისში.
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების კეთილდღეობაზე. ფარმადეპოსთან დიდი პარტნიორობისა და ფასდაკლების კამპანიის დასაწყისი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის ნაკრების მფლობელები შეძლებენ, გაიმარტივონ ყოველდღიურობა სხვადასხვა შეთავაზების მეშვეობით.
კამპანია გრძელდება 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები