0 5 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში, ჯარიმის გადაუხდელობის გამო და დააკისრა 80₾ გადახდა“ - ნანა ბუთხუზი

მსახიობი ნანა ბუთხუზი სოცქსელში წერს:

„ჩემი არასრულწლოვანი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, შვილი წინა საახალწლოდ დააჯარიმეს, ავრობუსში უბილეთოდ მგზავრობის გამო! ჯარიმა 20₾ , 2018 წელს 5₾ იყო!
( ის კიდევ ცალკე ამბავია, როგორც დააჯარიმეს, მაგრამ არ შევეხები, შორს წაგვიყვანს არაადამიანური მოპყრობის კუთხით! )
ჯარიმა 20₾ , მე, მისმა კანონიერმა მშობელმა, მეორე დღესვე გადავიხადე, 2022 წლის 29 დეკემბერს!
გუშინ, 2023 წლის 4 აპრილს, ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში, ჯარიმის გადაუხდელობის გამო და დააკისრა 80₾ გადახდა!
ბანკიდან დაწყებული ყველა უწყებაში დავრეკე! ნამდვილი"ცისფერი მთები და ტიანშანია"! კანტორები! ბოდვა! სიგიჟე!
შვილმა მკითხა- რა ხდება, დედა?!
ვპასუხობ- გილოცავ! ეს საქართველოა!
დღე მშვიდობისა "გრუზია"!
თქვენ მოიპოვეთ ბავშვთა ჩაგვრისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის უფლება გამყარებული მილიარდებით!
წარმატებები!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები