0 8 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგანგაშო მდომარეობა სომხეთში: თუ ამ ტემპს არ გარდავტეხთ, 29 მაისს კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასი შემთხვევა გვექნება, ხოლო 12 ივნისს კი 20 ათასი

დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ და ამის მიზეზი ის არის, რომ საკმაოდ სერიოზულად არ ვეკიდებით კორონავირუსს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს

„თითოეულმა ჩვენგანმა განსაკუთრებული პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. თუ ამ ტემპს არ გარდავტეხთ, 29 მაისს კორონავირუსით ინფიცირების 10 ათასი შემთხვევა გვექნება, ხოლო 12 ივნისს კი 20 ათასი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. 

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სასიკვდილო შემთხვევები არსებითად მოიმატებს, ვინაიდან რეანიმაციული განყოფილებები გადატვირთული იქნება.

„თუ ამ დინამიკას არ გარდავტეხთ, თუ ტემპს არ შევანელებთ, სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით და ყოველ დღე სიკვდილის ათობით, შეიძლება ასობით შემთხვევებიც კი გვქონდეს. ეს კი ნიშნავს, რომ იძულებულნი გავხდებით უმკაცრესი ზომები დავაწესოთ. თუმცა, გვაქვს საშუალება ეს არ გავაკეთოთ და ამის არგაკეთების საუკეთესო საშუალება ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა“, - დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. 

ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსი 5 041 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 2 164 გამოჯანმრთელდა, 64 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები