0 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ სამივე მედიკოსს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ სამედიცინო მუშაკებს, ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს, სასამართლომ 3000-3000 ლარის გადახდა დააკისრა.

აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდების მხარე მათთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ექიმებს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 მაისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს წაუყენა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები