0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღია სივრცეში პირბადის ტარება ბავშვებისთვისაც სავალდებულოა

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა და სანქციის დარღვევაზე პირი 20 ლარის ოდენობით ჯარიმდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ ღია სივრცეებში პირბადის ტარება ბავშვებისთვისაც სავალდებულოა და სანქციები მათზეც ვრცელდება.

„ბავშვებისთვის პირბადის ტარება 6 წლის ზემოთ არის სავალდებულო. კანონის დარღვევის შემთხევაში ჯარიმდება ბავშვის მშობელი, ან მეურვე, ვინც ბავშვზეა პასუხისმგებელი“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები