0 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბილაინის ჰაკათონის - Beeline Game Jam გამარჯვებული ცნობილია

ონლაინ ჰაკათონი- Beeline Game Jam წარმატებით დასრულდა და გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდა. დიზაინერების, დეველოპერებისა და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრისგან შემდგარი 26 გუნდი, ერთმანეთს 48 საათის განმავლობაში, მობილური თამაშების (HTML5 ფორმატში) პროტოტიპების შექმნაში ეჯიბრებოდნენ. ჰაკათონის სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ჟიური გაეცნო თითოეულ ნამუშევარს და რჩეული თამაში დაასახელა.  გამარჯვებული გუნდი - AbsoluteZero, BTU-ს ოთხი სტუდენტისგან შედგება: საბა საყვარელიძე, ბექა ცინცაძე, რატი ალანია, ბექა დარჯანია. AbsoluteZero ბილაინის პარტნიორი გახდა და კომპანიასთან შემოსავლის გაყოფის მოდელით ითანამშრომლებს. მათ  მიერ შექმნილი თამაში ბილაინის სხვა თამაშებთან ერთად განთავსდება პორტალზე. დამატებით გუნდის თითოეულ წევრს წამახალისებელი პრიზი - Play Station 4 გადაეცა. გარდა AbsoluteZero-ისა, ჟიური და კომპანია კიდევ ორი გუნდით  დაინტერესდა და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს შემოსავლის გაყოფის მოდელზე თანაშრომლობის კუთხით.

„ჩვენ გუნდს Beeline Game Jam-ში მონაწილეობამ მისცა დიდი გამოცდილება ხანმოკლე დროში პროდუქტის იდეის შექმნიდან “მზა” პროდუქტის მოწოდებამდე. ასევე ძალიან საინტერესო იყო ყველა სპიკერისა და მენტორის Talk-ი შესაბამისად ჩამთრევიცა და დამაინტერესებელიც. კონკურენციაც რა თქმა უნდა სერიოზული იყო, თუმცაღა შევძელით და 48 საათში შევქმენით პროდუქტი, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. Game Jam იყო ძალიან კარგად ორგანიზებული დღევანდელი Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე. დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, სპიკერებსა და მენტორებს მოცემული შანსისთვის.“ - ამბობს გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წევრი - საბა საყვარელიძე.

ბილაინი აგრძელებს საქართველოში ციფრული მიმართულების განვითარების მხარდაჭერას და სფეროს წარმომადგენელთა წახალისებას. მისი ციფრული სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი გახდა Beeline Game Jam, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და თბილისი სტარტ აპ ბიუროსთან პარტნიორობით ჩატარდა. Beeline Game Jam -ის მიზანი, მობილური თამაშების ადგილობრივი დეველოპერების აღმოჩენა, წახალისება და თანამშრომლობის შეთავაზებაა.

„Beeline Game Jam ჩვენი კომპანიისთვის თამაშების მიმართულებით დაწყებული პროცესის პირველი აქტივობა იყო, რომელიც ქართველ დეველოპერებთან ერთად გავაკეთეთ. აღნიშნულ ღონისძიებას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა - პირველი რომ ლოკალურად მოგვეძიებინა ახალი პარტნიორები, რომლებთანაც თანამშრომლობას მომავალში გავაგრძელებდით და მეორე - პანდემიის პერიოდშიც ხელი შეგვეწყო მუდამ მზარდი ქართული თამაშების ინდუსტრიისთვის. ვფიქრობ აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, საინტერესო ონლაინ ღონისძიება გამოგივივიდა და შედეგმაც მოლოდინს გადაააჭარბა - უამრავი დამწყები თუ უკვე ჩამოყალიბებული გუნდი 2 დღის განმავლობაში ცდილობდა საკუთარი თამაშის იდეის განვითარებაზე, შეზღუდული დროის მიუხედავად. შედეგით თუ ვიმსჯელებთ მათ ეს გამოწვევა წარმატებით დაძლიეს და ჩვენც მალე შევძლებთ პორტალის განახლებას ქართველი პარტნიორებისგან მიღებული თამაშებით. ვიმედოვნებთ რომ მომავალ წელს უკვე ფიზიკურ სივრცეში, უფრო მეტი გუნდის ჩართულობით შევძლებთ Game Jam-ის ჩატარებას.“ - აცხადებენ ბილაინში.

ბილაინი ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და ინოვაციური მიდგომით, მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულება შექმნას. ამ ეტაპზე ბილაინის ციფრულ არხებში 6 თამაშია ხელმისაწვდომი. მომხარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი და დაიწყოს მეგაბაიტების დაგროვება. კომპანიას უკვე დაგეგმილი აქვს მისი თამაშების პორტალის შემდგომი განვითარება, მათ შორის ჰაკათონის შედეგად აღმოჩენილი ახალი ტალანტების მიერ ადგილობრივად შექმნილი თამაშების განთავსება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები