1 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ივანიშვილი ახალგაზრდებს დაერია, რადგან ზუსტად იცის, მისი დამმარცხებელი ძალა ახალგაზრდობაა!“

ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარ გუშინდელ დაპირისპირებას ასე ეხმაურება:

„არც ერთ ხელისუფალს, არც ერთ დროში საკუთარი და თავისი მომხრეების შვილები არ დაუპირისპირებია ოპონენტების შვილებთან და არ უქცევია ერთმანეთის მტრებად! არც ერთს!

ივანიშვილი ახალგაზრდებს დაერია, რადგან ზუსტად იცის, მისი დამმარცხებელი ძალა ახალგაზრდობაა.

არ გეგონოთ რომ მარტო ისინი ზარალდებიან, ვისაც ურტყამენ – ვინც ურტყამს ის ბევრად მეტ ზიანს იღებს და ყველას გვესმის რასაც ვგულისხმობ.

ეს არის ყველაზე საშიში პროცესი რაც კი ოდესმე საქართველოში ყოფილა, როცა შვილების თაობა უნდა დაერიოს ერთმანეთს, გადაემტეროს და თუ ეს პროცესი დროზე არ შევაჩერეთ, მერე გვიან იქნება და ხელისუფლების ცვლილება ვეღარ უშველის იმ მოსალოდნელ სამკვდრო–სასიცოცხლო დაპირისპირებას, რასაც კუთხეში ვირთხასავით მიმწყვდეული ივანიშვილი გეგმავს. მას თავისი თავის გარდა ყველა და ყველაფერი ფხებზე კიდია და საკუთარ შვილებსაც ასეთი მომავლისთვის იმეტებს, გესმით ეს ამ მანიაკის მომხრეებო, როცა თქვენს შვილებს საკუთარი თანატოლების დასარბევად უშვებთ?! ყველა საფრთხეშია, მთელი თაობა და ეს დროზე უნდა შეჩერდეს! მერე გვიან იქნება!

 ვისკენაც არ უნდა იყო, დაიცავი მომავალი თაობა!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები