0 7 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეთ მორიელი


1. მუდამ გულწრფელები - შეიძლება მათი ემოციები ზღვარგადასულია, 
თუმცა ყოველთვის გულწრფელია. მორიელთან ნიღაბი არ მოირგოთ, არაგულწრფელობას ყოველთის ამჩნევს.

2.  კეთილი - შეუძია გასცეს უზომოდ და უკან არაფერი მოგთხოვოს სანაცვლოდ, გარდა ადამიანური პატივისცემისა.

3. მორიელები ვერ იტანენ ტყუილს - თაღლითობის და მლიქვნელობის დონეზე არასოდეს დაეცემიან. თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წამოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და გულწრფელად გეტყვით. თუ გითხრათ, ურიგო ხმა არ გაქვთო, თამამად შეგიძლიათ ესტრადას მიაშუროთ, ხოლო თუ დიდი მომღერალი გიწოდათ, თქვენი ადგილი მეროპოლიტენ ოპერაში ყოფილა. ასევე დაუფარავად და შეულამაზებლად მოგახსენებთ თქვენს ნაკლოვანებებს. თუ თავშეკავება გეყოფათ, ყურადღებით მოუსმინეთ და მისი ნათქვამი კარგად გაისიგრძეგანეთ, მის სიტყვებში სუბიექტივიზმის ნამცეცსაც ვერ აღმოაჩენთ. სწორედ ამიტომ ჰყავთ მორიელებს თანაბარი რაოდენობის მტერ–მოყვარე. მაგრამ, ერთნიც და მეორენიც მას პატივისცემით ეპყრობიან.

4. მათი ვნება უსაზღვროა - მორიელი ხომ ყველაზე სექსუალური ნიშანია ნიშნებთა შორის, არ არის გასაკვირი, უდიდესი ვნება ამოძრავებდეთ!  სიყვარული მისი სასიცოცხლო საწვავია. ასტროლოგები ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ღრიანკალი ყველაზე სექსუალურია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ამით აიხსნება, ასე თავგანწირვით რატომ ეძებენ ისინი სიყვარულს, რათა თავიანთ ვნებების კონტროლის საშუალებად გამოიყენონ. 

ღრიანკალი ყველა სექსუალურ საქმეში მეფეა. 

5. აფასებს ყველაფერს მორიელს არასოდეს ავიწყდება მისთვის გაკეთებული სიკეთე, გაწეული დახმარება და ყოველთვის იგივეთი უხდის თავის კეთილისმყოფელს.

 6. უზომოდ ერთგულებიისინი არასდროს გიღალატებენ. სწორედ რომ ასეთია ეს ნიშანი. " მე კაკტუსივით ვარ - ჩემი ზღაპრული ყვავილის ხილვა - მხოლოდ ერთგულებისთვის, ხოლო ბასრიანი ეკლების ხილვა - ყველასთვის." 


7. მათგან ყოველვის მიიღებთ სარგებელსგანსაკუთრებით კი მათი იდეებისგან! 
" ნახევრად მე - ჩიტი ფენიქსი, ხოლო მეორე ნახევრით - რკინის ფენიქსი "

8. არიან ძლიერებიმორიელისათვის ნგრევა არ ნიშნავს დასასრულს, ამიტომ ყოველთვის შეუძლია გარისკოს და შემდეგ ცარიელი ფურცლიდან დაიწყოს, ფენიქსივით დაიწვას და შემდეგ ფერფლიდან აღსდგეს!

9.   შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ მათ - მორიელი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა და ყოველთვის მზად არის, გვერდში დაუდგეს მეგობრებს და ოჯახის წევრებს. თუმცა, იმავეს მოითხოვს მათგანაც.

თუკი გჭირდებათ მეგობარი, ვინც კარგ რჩევას მოგცემთ და ამასთან, შეინახავს თქვენს საიდუმლოს, მაშინ იცოდეთ, რომ მორიელი – ამისთვის საუკეთესო მეგობარია. ის ყოველთვის დაგანახვებთ სიმართლეს, თუნდაც ეს სიმართლე მწარე იყოს და არასოდეს გათქვამს თქვენს საიდუმლოს.


10. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა -  მორიელს  აქვს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა. სწორედ ამიტომ აღწევენ მიზნებს, ძნელად, მაგრამ მომგებიანად!  

 ღრიანკალის მარსი ხანშიშესული, ბრძენი გენერალია, რომელიც ბრძოლაში თავისი სურვილით კი არ ერთვება, არამედ მოვალოების გამო. და რა თქმა უნდა ღიანკალი თავის ცხოვრებას შინაგან მესთან და გარე სამყაროსთან ბრძოლაში მიიჩნევს, რადგანაც ძალიან ხშირად მას ვერვაინ უგებს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგანაც ღრიანკალს არ ეხერხება თავის გამოხატვა. იგი სიტყვაძვირია, თავნება, გარდა ამისა, ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარს. მას თავის მიზნების მიღწევა უნდა ისე, რომ სხვას არაფერი გაანდოს, რადგანაც არავინ იცის ვინ როგორ გაიგებს მის განზრახვას.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები