2 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ორასივე ბავშვისთვის პრეზიდენტმა მომიტანა საჩუქრები ახალი წლისთვის და დარიგებაშიც დამპირდა დახმარებას"

ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სატუსს აქვეყნებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  " ააააააააა ნახეთ ვინ მოვიდნენ საჩუქრების მოსატანად ჩემთააააან. ორასივე ბავშვისთვის პრეზიდენტმა მომიტანა საჩუქრები ახალი წლისთვის და დარიგებაშიც დამპირდა დახმარებას ))))))) 
საჩუქრების გარდა მოგვიტანეს ჩიჩილაკები და ჩურჩხელები და რაც მთავარია ყველაფერი ქართული !"


შეგახსენებთ, რომ საახალწლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის აკა სინჯიკაშვილი საჩუქრებს აგროვებს. "მოტანა შეგიძლიათ დღეს, 6 საათამდე ეროვნული ბიბლიოთეკის მე-2-ე კორპუსში, გუდიაშვილის 5 ნომერში ❤საჩუქარი უნდა იყოს 4-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის გათვალისწინებული, შეფუთული სადღესასწაულოდ და ზედ სტიკერით უნდა იყოს დაკრული გოგოსთვისაა თუ ბიჭისთვის. საჩუქრად შეიძლება ნებისმიერი რამე გამოდგეს, მთავარია არ იყოს ნახმარი და იყოს ახალი. გელოდებით ყველას ვინც შეძლებთ,"-წერს აკა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები