„თეგეტა ჰოლდინგმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით კ...
20-მილიონიანი მულტისავალუტო ემისიის ფარგლებში „თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 8.3 მილიონი აშშ დოლარი წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ადგილობრივ ბაზარზე ...
|
კომპანია KidNest-ი სტარტაპ პრე-აქსელერატორის მონაწილე ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც პრე-აქსელერატორის გუნდთან, მოწვეულ ექსპერტებთან და სპიკერებთან ერთად, 3 თვის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებაზე იმუშავებს. სამუშაო პროცესი ოქტომბერში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, მონაწილე სტარტაპებმა, პროექტის ფარგლებში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, პროგრამები მნიშვნელოვნად დახვეწეს.
მობილური აპლიკაცია KidNest-ი 2023 წლის ზაფხულში შეიქმნა და მისი მიზანი საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის, აღმზრდელებისა და მშობლების ერთმანეთთან სწრაფად და ეფექტურად დაკავშირებაა.
მარტივად სამართავი, მრავალფუნქციური სისტემა, ერთი მხრივ, აღმზრდელების სამუშაოს ამარტივებს - საშუალებას აძლევს მათ, დაზოგონ დრო, ენერგია და სულ რამდენიმე წამში შეატყობინონ მშობლებს ბავშვის ყოველდღიური თუ პერიოდული აქტივობების, ასევე მათი საჭიროებების შესახებ, მეორე მხრივ კი, KidNest-ის საშუალებით მშობლები სისტემატურად იღებენ ინფორმაციას საბავშვო ბაღში დაგეგმილი ღონისძიებების, გადასახადის დაფარვის ვადებისა და დასვენების დღეების შესახებ, ადმინისტრაციას კი აპლიკაცია აღსაზრდელების, მათი მშობლების და ფინანსების შესახებ მწყობრ ინფორმაციას აწვდის.
KidNest-ს მარტივად სამართავი სისტემა აქვს. პირველ რიგში, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია პლატფორმაზე არეგისტრირებს აღსაზრდელს და მშობელს სარეგისტრაციო ლინკს უგზავნის. ამგვარად აპლიკაციის შემქმნელებმა ბავშვთა უსაფრთხოებაზეც იზრუნეს - ამ ლინკის საშუალებით ბავშვთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მშობელს, ან მშობლის მიერ დარეგისტრირებულ სანდო პირს ეძლევა. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მშობელს სისტემაში ყველა ის ინფორმაცია შეჰყავს, რაც მას ხელშეკრულებაში უნდა მიეთითებინა, ამგვარად, აპლიკაციის საშუალებით მშობელი საბავშვო ბაღთან ონლაინ ხელშეკრულებას აფორმებს. სისტემაში შეყვანილი მონაცემების საშუალებით, ადმინისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებს სწრაფად მოიძიოს მშობლის ტელეფონის ნომერი, მისამართი და ასევე, აპლიკაციის ჩათში დაეკონტაქტოს მას. ჩათი და ქლაუდ-სისტემა KidNest-ის ასევე მნიშვნელოვანი ფუნქციებია, რომლებიც ბავშვის შესახებ ინფორმაციას ერთიან სივრცეში უყრის თავს.
აპლიკაცია ხანგრძლივი კვლევის შედეგად შეიქმნა და უკვე რამდენიმე საბავშვო ბაღში გაიტესტა. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, სატესტო ვერსიას საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მოჰყვა, როგორც საბავშვო ბაღების, ასევე მშობლების მხრიდან.
„სისტემა სამ დიდ საბავშვო ბაღში გავტესტეთ და შედეგით კმაყოფილი ვართ. ორივე მხარემ საკმაოდ მარტივად აუღო ალღო ჩვენს პლატფორმას და საბოლოოდ ყველა მიხვდა, რამდენი დროის, ენერგიისა და ადამიანური რესურსის დაზოგვა შეიძლება KidNest-ის საშუალებით და რამდენად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს კომუნიკაცია საბავშვო ბაღსა და მშობლებს შორის. ამავდროულად, სატესტო რეჟიმმა ცხადად დაგვანახა ხარვეზებიც, რომელთა აღმოფხვრაზეც სისტემატურად ვმუშაობთ. ამაში ძალიან დაგვეხმარა პრე-აქსელერატორი, რომელმაც საშუალება მოგვცა, შევხვედროდით მაღალი დონის ექსპერტებს, სპიკერებს, გაგვეცნო მათთვის ჩვენი სტარტაპი და უნიკალური ფიდბექი მიგვეღო. სასწავლო პროცესის განმავლობაში შევცვალეთ ბიზნესგეგმა, დავუმატეთ კომპონენტები, დავხვეწეთ სტრატეგია. საბოლოოდ, მოვამზადეთ ძალიან კარგი ფიჩი, რის საფუძველზეც „ქიდნესტი“იმ 9 სტარტაპს შორის მოხვდა, რომლებიც პრე-აქსელერატორის პროექტის ფარგლებში 3 დღით ტალინში გაემგზავრება. ეს არის სრულიად უნიკალური პროცესი და გამოცდილება, რომელიც მივიღეთ და რომელიც პრე-აქსელერატორის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, - ამბობს ქიდნესტის თანადამფუძნებელი, ქეთანა სტურუა.
„ქოდნესტი“ სხვა სტარტაპებთან ერთად ტალინში იანვარში გაემგზავრება, სადაც 3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში ბუტკამპი და საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებია დაგეგმილი. .
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს, დაარსების დღიდან თიბისის პროგრამა სტარტაპერი უჭერს მხარს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი ჩაერთო და, მთლიანობაში, გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.
20-მილიონიანი მულტისავალუტო ემისიის ფარგლებში „თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 8.3 მილიონი აშშ დოლარი წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ადგილობრივ ბაზარზე ...
სულ ახლახანს თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა, რომელიც ავტომობილის მფლობელებს ყოველდღიურობას უმარტივებს. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში ...
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რაც ასევე ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის - გულშემატკივრის წვლილი ა...
„თეგეტაში“ კარგად ესმით, რომ მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, არამედ ემოციური კავშირის დამყარებაა აუცილებელი...
თიბისი აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და მათი ცხოვრების გამარტივებას. ამ მიზანს ემსახურება ახალი კამპანია, რომელიც მასშტაბურია და ყველას შეეხება, ვისაც თიბისის საბათე ნაკრები აქვს. კამპანიაშ...
2024 წლის 30 ივნისს აქსელი, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, თიბისი სტარტაპერთან, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari...
ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისი USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“. პროექტის მეორე ეტაპზე, სრულად დაფინანსებუ...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები