1 9 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,როგორც თქვენ იტყოდით "მენაგვე" ვარ.. საშინელება იყო როცა ჩემმა კურსელებმა დამინახეს და სიცილი აუტყდათ"


საბედნიეროდ, დღევანდელ  საქართველოში არსებობენ მისაბაძი ახალგაზრდები, რომლებიც შრომას არ თაკილობენ. ამის ნათელი მაგალითია, 20 წლის გიორგი ჩინჩალაძე, რომელიც სწავლობს და თან პარალელურად, თბილისის დასუფთავებაზე ზრუნავს. გიორგი განიცდის იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრება უწევს, დაწყებული დანაგვიანებული ქუჩებიდან, დამთავრებული საზოგადოების დამცინავი გამომეტყველებით. აი რას წერს ახალგაზრდა სოციალურ ქსელში: 

"მე 20 წლის ვარ და დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ, როგორც თქვენ იტყოდით "მენაგვე" ვარ. ყოველ დილით 6 საათზე ვდგები რომ ჩემი პერიმეტრი სუფთა და იდეალურ მდგომარეობაში იყოს, ვიცი რომ ვერავინ ამჩნევს ამას მაგრამ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ დაბედნიერი ვარ  რომ ქალაქის იერსსახის შენარჩუნებაში რაღაც წვლილი მიმიძღვის, თქვვენ კი 2 მეტრსაც არ გაივლით რომ ნაგავი სანაგვეში მოათავსოთ და ჯარიმებზე ხართ გადარეული, ელემენტარული კულტურა არ გაგაჩნიათ. უმეტესობა როცა მხედავს გაოგნებული და დამცინიავი სახით მიყურებს, თავიდან ვერ ვეჩვეოდი მაგრამ ახლა მივეჩვიე. საშინელებაა, უფრო დიდი საშინელებაა როცა ჩემმა კურსელებმა დამინახეს და სიცილი აუტყდათ. მადლობა საქართველოს რომ ხელი ვერაფრით შემიწყო და როგორც თქვენ იტყოდით "მენაგვეობა" მარგუნა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები