1 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიყვარულის სახელით ჩადენილი მორიგი თვითმკვლელობა - ,,ადამინები შეგაჩვევენ თავს და მერე ისე მიდიან თითქოს არც კი ყოფილან შენს ცხოვრებაში"

კიდევ ერთი საზარელი შემთხვევა მოხდა ბათუმში. 20 წლამდე ახალგაზრდამ, აზა მელიქიძემ რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა შეყვარებულს დაშორდა და სხვასთან ყოფნა არჩია.  ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე  თვითმკვლელობის მეორე შემთხვევაა, შეგახსენებთ, რომ სოფიო  ქოიავა სიყვარულის გამო  მეშვიდე სართულიდან გადახტა და მანაც თავი მოიკლა. 


" მე ბევრი ადამიანი მიყვარს ჩემს გარშემო... მაგრამ მხოლოდ ერთი მიყვარს ჩემში ..

ადამინები შეგაჩვევენ თავს და მერე ისე მიდიან თითქოს და არაფერი თითქოს და არც კი ყოფილან შენს ცხოვრებაში. 

და როცა ვხედავ ისევ მიდიან,ღიმილით ვამბობ: -ასეც ვიცოდი!

...მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ,მე შენთან მოვალ, დავბრუნდები!..." -ეს იყო მისი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში.  


"შვილო რამ გადაგადგმევინა ეს ნაბიჯი, რას ერჩით მშობლებს, უკან რატომ არ იხედებით, რატომ გაიზიარე მამუკას ხვედრი,  გული გამეხვრიტა. მახსოვს როგორ დასტიროდი შენს ბიძაშვილს, განწირული ხმით და რატომ აირჩიე იგივე გზა შენც. ძალიან მტკივა გული. ღმერთმა გამძლეობა მისცეს შენს მშობლებს და შენც შეგინდოს უფალმა," - წერენ კომენტარებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები