0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი გალერეა გოგი ლაზარაშვილის გამოფენას მასპინძლობს

თიბისი გალერეაში გოგი ლაზარაშვილის გამოფენა „აბსტრაქცია 70“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ 2016 წელს შექმნილი 14 აბსტრაქციული ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებზეც ავტორი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. დიდი ზომის ნამუშევრები ექსპრესიულობით გამოირჩევა და როგორც ავტორი ამბობს, ისინი მხატვრის სულიერ სამყაროს, „შინაგან მეს“ გამოხატავენ. „აბსტრაქცია 70“ გოგი ლაზარაშვილის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. ექსპოზიცია დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინა. გოგი ლაზარაშვილი 30 წელზე მეტია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია. ამჟამად ის აკადემიის ხატვის მიმართულებასა და მაგისტრატურას ხელმძღვანელობს. ის არაერთი საერთაშორისო ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და აშშ-ში. გოგი ლაზარაშვილის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კორპორაციულ და კერძო კოლექციებში. „აბსტრაქცია 70“ დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 11 ივნისამდე ელოდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები