0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ცემის ვიდეოკადრები

სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა სოფელ კორცხელის 53-ე საარჩეევნო უბანთან ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერ, ნიკა მელიასა და სავარაუდოდ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ვლადიმერ გეგეშიძეს შორის დაიწყო. 

ხელჩართულ ჩხუბში კიდევ არაერთი სპორტსმენი იყო ჩართული, რომლებიც დაპირისპირების დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ ზუგდიდში გასართობად იყვნენ ჩასულნი. 

კიდევ ერთი ყოფილი სპორტსმენი, რომელიც არეულობის დროს კადრებში ფიგურირებს ხელისუფლებასთან და ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი ფედერაციის ხელმძღვანელი კობა ტყეშელაშვილი იყო. 

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა მომხდარი მათი პარტიის მიმართ განხორციელებულ პროვოკაციად შეაფასა და მის მოწყობაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაადანაშაულა. 

ბრიფინგზე გიორგი გაბაშვილმა იმ თოთხმეტი სპორტსმენის ვინაობაც დაასახელა, რომლებიც მათი მტკიცებით ზუგდიდის რაიონში მომხდარ არეულობაში მონაწილეობდნენ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები