1 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"თოლიას" ნაყინში ნემსი იპოვეს

ნაყინის მწარმოებელი კომპანია, "თოლია" მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, რომ ერთი თვის წინ, ზუგდიდში, ნაყინში ნემსის აღმოჩენის ფაქტი გამოიკვლიეს.

როგორც "პირWელს" სანდრო ლომთათიძემ განუცხადა, მოკვლევის შედეგად, კომპანია კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ნაყინში საკერავი ნემსი ქარხნიდან ვერ აღმოჩნდებოდა და ეს ფაქტი "შავ პიარს" ჰგავს. თუმცა, მარკეტინგის მენეჯერი ვერ აკონკრეტებს, საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო ნემსი ნაყინში. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენელი იმ მომხმარებელს ესაუბრა, რომელმაც ნემსი აღმოაჩინა. "100%-ით დავრწმუნდით იმაში, რომ შეუძლებელია, ნემსი, ნაყინში ქარხნიდან მოხვედრილიყო. ჩვენ გამოვითხოვეთ ნაყინის ის პარტია, გამოვიკვლიეთ და როგორც უკვე გითხარით, ეს ქარხანაში არ მოხდებოდა. ასევე, ვესაუბრეთ მომხმარებელს, რომელმაც ნაყინში ნემსი აღმოაჩინა, ყველაფერი გამოვკითხეთ. ვერ დავადგინეთ, საიდან მოხვდა ნემსი ნაყინში, მომხმარებელი ამბობს, ვიპოვეო და ხელს ხომ არ დავადებ, არასწორს ამბობს ან რაღაც. თუმცა ამის მტკიცებულება არ მაქვს. ძალიან საეჭვოა, ეს ძალიან ჰგავს შავ პიარს. რატომ მაინცდამაინც ნემსი? ეს ხომ საშიშია. რადგან ვამბობთ, რომ ნემსის მოხვედრა შეუძლებელია ქარხნიდან, "პახოდუ" ნემსი შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა, თავისთავად, ვიღაცამ ჩადო ხომ? ეს ყველაფერი ბოროტ ხუმრობას გავს. საჩივარი სასამართლოში ნამდვილად არ შეგვიტანია, ამის მეტი რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მომხმარებელი ამბობს გავხსენი და ვიპოვეო. რა უნდა ქარხანაში ნემსს? მილი მყარ ნივთს ფიზიკურად ვერ გაატარებდა. მომხმარებელს ჩვენს მიმართ პრეტენზიები აღარ აქვს",- აცხადებს სანდრო ლომთათიძე. "პირWელი" შეეცადა მომხმარებელს დაკავშირებოდა, თუმცა ის ვინაობის გამხელისა და კომენტარის გაკეთებისგან, თავს იკავებს. შეგანხსენებთ, რომ 10 აპრილს, ზუგდიდში, ერთ-ერთ მაღაზიაში მომხმარებელმა "თოლიას" ნაყინი შეიძინა, სადაც საკერავი ნემსი აღმოაჩინა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა.
pia.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები