1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ევას ფეხი აუსრიალდა და გადავარდა.. რაც ყველაზე მთავარია, ფეხებში მგრძნობელობა ნელ-ნელა მოუვიდა"

ჟურნალი  "სარკე" პროდიუსერ კახა მამულაშვილს ევას მდგომარეობაზე ესაუბრა 

 

"ევას მდგომარეობა სტაბილურად კარგია. გონზეა, მეტყველებს. რაც ყველაზე მთავარია, ფეხებში მგრძნობელობა ნელ-ნელა მოუვიდა. ამდენი ხანი ამ სიახლეს ველოდებოდით და ღვთისა და ქართველი ექიმების წყალობით, სასწაული მოხდა.

 

საავადმყოფოდან ალბათ, მაქსიმუმ ერთ კვირაში გამოწერენ და სერიოზულის სარეაბილიტაციო კურსი ელის წინ“

 

მისივე თქმით, ექიმების რჩევის საფუძველზე შორენა გადაწყვეტს, სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის თუ საზღვარგარეთ.

 

- ორი თვე წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. გარანტიები არის, რომ ფეხზე გაივლის, გავიმეორებ, რომ ღვთის წყალობით ფეხებში მგრძნობელობა აქვს“,-ამბობს მამულაშვილი.

 

- ამ დიდი სტრესის შემდეგ შორენა როგორ გრძნობს თვის?

 

- ახლა უკეთესად არის. ამ ამბის შემდეგ როგორ იქნება?

 

- ბავშვი რას ყვება, ეს შემთხვევა როგორ მოხდა?

 

- ვიცი, რომ ფეხი აუსრიალდა და გადავარდა.

 

შორენა ბეგაშვილის შვილი მეხუთე სართულიდან 26 მარტს გადმოვარდა. მას ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები