1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად, საღამო ფილმების ყურებას, წიგნის კითხვას დაუთმეთ. რომანტიკული პაემანი სხვა დღეს დანიშნეთ. 

კურო
იდეალური დღეა ახალი პროქტების განსახილველად, დეტალებში გასარკვევად. თუმცა, ახალი საქმეები ორშაბათიდან დაიწყეთ, როცა დაისვენებთ, ძალებს მოიკრიბავთ და პირად ცხოვრებასაც დაირეგულირებთ. 

ტყუპი
ჩამოწერეთ აპრილის თვეში შესასრულებელი საქმეების სია. ნუ მოცდებით მეორეხარისხოვან საქმეებზე. დარჩენილი დრო კი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ან მეგობრებთან დართობას დაუთმეთ. 

კირჩხიბი
14 აპრილამდე არც სამსახურის საქმეებში და არც პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განახორციელოთ. საღამო განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატარეთ. რომანტიკული შეხვედრა სხვა დღეს გადადეთ. 

ლომი
ზოგიერთს ახალ სამსახურს შესთავაზებენ. დანარჩენებმა კი გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. ახალი იდეები უფროსთან ერთად განიხილეთ. 

ქალწული
თქვენი ბრალი იმაშია, რომ რთული მიზნების განხორციელებისას მარტივ გზებს ყურადღებას აღარ აქცევთ. თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისგან თავს იკავებთ, საყიდლებზე გაემგზავრეთ. 

სასწორი
პარასკევი საუკეთესო დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და კულინარიისთვის. დილით, არომატული ყავა მიირთვით და ჩამოწერეთ მთელი თვის გეგმა. 

მორიელი 
წარმატებული დღე გელით, იმოქმედეთ საკუთარი მიზნების ასასრულებლად. რთულ საქმეებსაც კი ადვილად გაართმევთ თავს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

მშვილდოსანი
პარასკევს ყველას დასვენება და სიყვარული სწადია, მაგრამ თქვენ ჯერ უნდა იმუშაოთ. ჩამოწერეთ აპრილში შესასრულებელი საქმეების სია. ნუ მოცდებით არაფრისმომცემ საქმეებზე. 

თხის რქა

მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან, გულში წყენა არ ჩაიტოვოთ. მეტად იმუშავეთ, მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. საღამოს მეგობრებთან ერთად წვეულებას დაესწარით. 

მერწყული
დღევანდელი დღე საქმეებს, ბიზნეს უნდა დაუთმოთ, რომანტიკული შეხვედრები კი უქმეებზე დანიშნეთ. ჩამოყალიბდით პრიორიტეტებში, ჩამოწერეთ იმ საქმეების სია, რომელთა შესრულებაც აპრილში გსურთ. 

თევზები
დღეს მსუბუქი საქმეებით შემოიფარგლეთ. არაფერი გრანდიოზული არ დაგეგმოთ. დაფიქრდით, რა წარმატების მიღწევა გსურთ კარიერა და პირად ცხოვრებაში. შეადგინეთ სია, აწარმოეთ დღიური. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები