1 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ იყო ჰიტლერი ცოლ-შვილის ყოლის კატეგორიული წინააღმდეგი

"ინტელიგენტი ადამიანი პრიმიტიულ და სულელ ქალებთან უნდა იჭერდნენ საქმეს. წამოიდგინეთ მე რომ ცოლი მყოლოდა! ცოლი,რომელიც ჩემს საქმანობაში ჩაყოფდა ცხვირს! მე თავისუფალ დროს დასვენება მჭირდება... ცოლს ვერასოდეს შევირთავ. მერე როგორი პრობლემები შემექმნებოდა,ბავშვები რომ მყოლოდა! ბოლოს,ალბათ,ჩემს ვაჟს ჩემს მემკვიდრედაც გამოაცხადებდნენ. ჩემნაირ ადამიანს შეუძლებელია, ჰყავდეს სრულფასოვანი და ქმედითუნარიანი ვაჟიშვილი. ეს დაუწერელი კანონია. გაიხსენეთ,თუნდაც გოეთეს ვაჟი-ყოვლად გამოუსადეგარი ადამიანი! ბევრი ქალი იმიტომ არის ჩემით მოხიბლული ,რომ უცოლო ვარ. არადა,ასე რომ  არ იყოს,ბრძოლას ვერ შევძლებდი. ჩემი შემთხვევა ისეთივეა როგორიც კინომსახიობისა: როგორც კი კინომსახიობი ცოლს ირთავს,იგი კარგავს თავისი მომხიბლელობის ძალას იმ ქალებისთვის,რომლებიც მას აღმერთებენ-ის უკვე აღარ არის მათი კერპი... 

როდესაც ნიურნბერგის პროცესზე შევიტყვე,რომ ჰიტლერმა და ევა ბრაუნმა ჯვარი დაიწერეს და თავიანთი სიცოცხლის უკანასკნელი დღე-ნახევარი როგორც ცოლ-ქმარმა,ისე გაატარეს,გამიხარდა; თუმცაღა ამ საქციელშიც გამოჩნდა ჰიტლერის ცინიზმი,რომლითაც ის ევა ბრაუნს,და ზოგადად ქალებს ეპყრობოდა." - იხსენებს ჰიტლერის არქიტექტორი ალბერტ შპეერი,თავისივე წიგნში-"მოგონებები". 

შპეერი იყო რაიხის დედაქალაქის შენობა-ნაგებობათა გენერალური ინსპექტორი,მესამე რაიხის შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრი. ის ჰიტლერის უახლოესი გარემოცვათა რიცხვში შედიოდა.  ალბერტ შპეერს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.სადაც მან თავის წიგნში "მოგონებებში" აღწერა მისი და ჰიტლერის 12 წლიანი ურთიერთობა. წიგნი მალევე იქცა მსოფლიო სენსაციად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები