1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაზე, ოჯახის უფროსის დაკითხვა დასრულდა

ფონიჭალაში მოკლული 35 წლის ნინა რომანაძის მეუღლეს, პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ. მისი დაკითხვა უკვე დასრულებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ნინა რომანაძისა და მისი სამი წლის შვილის მკვლელობის მოტივი ძარცვა არ არის. 

სამინისტროში განმარტავენ, რომ ბინიდან, სადაც დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს, თანხა წაღებული არ არის. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. 
მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამოსული კვამლი შენიშნეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები