1 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ფერმერების მხარდაჭერა და პურის გაიაფება, დაეხმარება ოლიგარქიული მმართველობით დაჩაგრულ, კიდევ უფრო გაღარიბებულ და მძიმე დღეში ჩავარდნილ ხალხს” | გიორგი კაპანაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ფერმერებისადმი მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს:

" სოლიდარობა და მხარდაჭერა ქართველ ფერმერებს, რომლებიც ხელისუფლების კორუფციული პოლიტიკის წყალობით, ხორბლის თვითღირებულებაში რეალიზაციასაც კი, ვეღარ ახერხებენ.

 

იმის გამო რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსული ფქვილი შემოდის, ქართველ ფერმერებს შარშანდელი მოსავალი უფუჭდებათ.

 

ეს მაშინ, როდესაც საქართველო, ხორბლის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 15 პროცენტს აწარმოებს.

 

ამავე დროს, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფქვილის ფასი, თუმცა, ხელისუფლების კორუფციული პოლიტიკიდან გამომდინარე, პური არ გაიაფებულა.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ქართველი ფერმერების სამართლიანი მოთხოვნები და ასევე, გადადგან ნაბიჯები პურის ფასის შესამცირებლად, რაც ამ მომენტისათვის, სრულიად რეალურია.

 

ქართველი ფერმერების მხარდაჭერა და პურის გაიაფება, მნიშვნელოვნად დაეხმარება ოლიგარქიული მმართველობით დაჩაგრულ, კიდევ უფრო გაღარიბებულ და მძიმე დღეში ჩავარდნილ ხალხს."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები