0 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრაგედია: ერთი წლის ბავშვი საკუთარმა ძაღლმა მოკლა

ჩამოტვირთვა

ერთი წლის ბავშვი საკუთარმა ძაღლმა დაბადების დღეზე მოკლა. ბავშვი იმ დროს ლასვეგასში, ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. ძაღლი ჯერემის თავს დაესხა და კბილები თავში ჩაასო. როგორც გარდაცვლილის ბებია ერთერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ყვება, მას ზუსტად 20 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ ბავშვთან მისულიყო და ძაღლისგან გაეთავისუფლებინა. მცირეწლოვანი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა. 1 წლის ჯერემი, ძაღლის კბენის შედეგად მიყენებული ტრავმებით რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ბავშვი მშობლების განცხადებით, ძაღლი 6 წლის განმავლობაში მათთან ერთად ცხოვრობს და ხალხის მიმართ აგრესიული არ ყოფილა. სამართალდამცავების თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები