2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქცია თბილისში – პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები პარლამენტთან – დეტალები

პატიმრების ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა თბილისში აქცია გამართეს – ისინი “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის გადახედვას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, კანონპროექტი უფრო ჰუმანური უნდა გახდეს და ის მეტ პატიმარს უნდა შეეხოს.

დემონტრანტებმა აქცია ფილარმონიასთან დაიწყეს და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.


ადვოკატების განცხადებით, აღნიშული კანონპროექტით ამნისტია თითქმის არავის ეხება, რადგან ძალიან ცოტა პატიმრისთვის ითვალისწინებს სასჯელის შემსუბუქებას. ისინი მოითხოვენ, პატიმრებს მეოთხედით შეუმცირდეთ სასჯელის ვადა. განსაკუთრებული აქცენტი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის გასამართლებულებზე გაკეთდა, რომლებიც სასჯელს მოხმარებისთვის იხდიან და მათ მიმართ ნარკოპოლიტიკა არ შეცვლილა. უფლებადამცველების განცხადებით, ისინი რეჟიმის მსხვერპლნი არიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები