2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ნაწილობრივი ლოქდაუნი შეიძლება გაფართოვდეს, თუმცა სრული ლოკდაუნი არ განიხილება.

“ნაწილობრივი ლოკდაუნი და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში არის, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება კიდევ გაფართოვდეს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ სრული ლოქდაუნი, ამ ეტაპზე არ განიხილება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია გაგრძელდება.

“დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში, ლოკდაუნების რაოდენობა იზრდება, ისევე როგორც ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება, გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის მქონდე ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგია არის ადაპტაციის და წერტოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით. ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის”,- თქვა გახარიამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები