0 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა იმნაძე - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე გამზადდება

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე თვეში მზად იქნება.

„წლის ბოლომდე რამდენიმე ვაქცინა ნამდვილად იქნება, გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩინეთში უკვე გამოიყენება კიდეც ერთი ვაქცინა. ასე, რომ ჩვენი აზრით, გაზაფხულიდან რამდენიმე ვაქცინა უკვე იქნება მსოფლიოში. ჩვენამდე როდის მოვა უცნობია, ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც თვითონ აწარმოებენ საკუთარი ქვეყნებისთვის და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კი განაცხადა, რომ ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე შექმნილია და კლინიკური კვლევის ბოლო ფაზას გადის.

„ინდივიდუალურად ყველა ადამიანს აქვს მოსაზრების გამოთქმის უფლება, მაგრამ ზოგადი ტენდენცია გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი ორგანიზაციების ყველამ იცის, რომ მსოფლიო აქტიურად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე, ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შექმნილია, რომლებიც გადიან კლინიკური კვლევის პირველ, მეორე და მესამე ფაზას. მესამე ფაზაშია დაახლოებით 10 ვაქცინა და ის დიდი ალბათობით იქნება. თუ რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა, ამას გვიჩვენებს მომავალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

https://www.interpressnews.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...