0 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასამართლო კლანი ოპოზიციის გამარჯვებისთვის თადარიგს იჭერს - თორნიკე ართქმელაძე

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე გიორგი მიქაუტაძისა და რევაზ ნადარაიას მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებას გამოეხმაურა. 

ართქმელაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით სასამართლო კლანი ოპოზიციის გამარჯვებისთვის თადარიგს იჭერს. 

“მართალია, გიორგი მიქაუტაძეს და ნადარაიას  რამდენიმე თვე ჰქონდათ დარჩენილი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, თუმცა, როგორც ჩანს, „კლანი“ უშვებს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას და თადარიგს იჭერს შესაძლო ცვლილებებისთვის.  გიორგი მიქაუტაძემ სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, კლანისთვის სასურველი კადრების ასარჩევად კი მოსამართლეთა კონფერენცია არჩევნების წინა დღით ჩანიშნეს, რათა ყურადღების მიღმა დარჩეს აღნიშნული პროცესი. ეს ცვლილებები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის,”-განაცხადა ართქმელაძემ. 

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ერთეულად მყოფ ღირსეულ მოსამართლეებს მოუწოდა, ნათლად გამოხატონ თავიანთი პოზიცია კლანის წინააღმდეგ და არ დაუშვან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებად კლანისთვის სასურველი წევრების დანიშვნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები