0 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა.  ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პარტიის სხვა ლიდერებიც, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას დისტანციურად “ლელოს” თავმჯდომარე  მამუკა ხაზარაძეც შეუერთდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა. მისი განცხადებით, “ლელო” არამარტო კორონავირუსს დაასრულებს, არამედ იმ ინფიცირებულ მთავრობას, რომელიც დღეს ქვეყნის სათავეშია. 

“ უნდა დავასრულოთ “ქართული ოცნება”, რომელმაც ქვეყანა გააჩერა და დაუკარგა პერსპექტივა. მან ამ წლებში შექმნა მხოლოდ სიღარიბე და უიმედობა, რასაც ერთ კვირაში “ლელო” ქართველ ამომრჩეველთან ერთად დაასრულებს. ზუსტად სამეგრელოშია ქვეყნის გაერთიანების გასაღები, ცვლილებები ამ რეგიონიდან უნდა დაიწყოს. უნდა დაიწყოს მეგრელი კაცის გაძლიერებითა და უზრუნველყოფით. ამას მალაპარაკებს ანაკლიის პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი დამქაშების გამო შეჩერდა. ჩვენ ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე.  მათ ჩვენს ხალხს დაუკარგეს სამუშაო ადგილები, რაც დანაშაულია. დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ,”-განაცხადა ხაზარაძემ. 

ზუგდიდში ადგილობრივებს სიტყვით “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა და მათ მნიშვნელოვან არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

“დღეს ჩვენ წარვადგინეთ სამი ძალიან ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი სამეგრელოში, გამორჩეული კანდიდატები თავიანთი შესაძლებლობებით, ცოდნით, პატრიოტიზმით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ფეხზე დადგომაში. ქვეყანა ყველა კუთხით არის დასუსტებული, ამის გამოსწორებას ბევრი მუშაობა სჭირდება. ამიტომ არჩევნების მეორე დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება და სამეგრელოში მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენი კანდიდატები არიან გამორჩეული, სამართლიანი და პროფესიონალი ადამიანები და იმედი გვაქვს, მიიღებენ დიდ მხარდაჭერას არჩევნებში. ხალხმა იცის, რომ “ ლელო” 

ქვეყანაში მდგომარეობას გააუმჯობესებს, როგორც კი ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამიტომ ის შემოწირულობაც, რასაც პარტია იღებს, შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ბედი საგრძნობლად შეიცვლება,”- განაცხადა ჯაფარიძემ. 

ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმა.  მისი თქმით, “ლელო”  არის პარტია, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს  მოაგვარებს. 

“მე ვცხოვრობ ზუგდიდში და ვიცი, რომ რეგიონში  სერიოზულად დგას უმუშევრობის და სიღარიბის პრობლემა. ამიტომაც ჩემთვის მთავარი მიზანი ამის აღმოფხვრაა.  “ლელოს  მარშალის გეგმით” და ეკონომიკის რეკონსტრუქციის პროგრამით ანაკლიის მრავალწყლოვანი პორტი არის ერთადერთი აპრიორი. ჩვენს ხალხს სჭირდება სიღარიბიდან ამოსვლა, სჭირდება რეალური შემოსავალი და გარანტირებული სამუშაო ადგილი, აი ეს არის “ლელოს” მიზანი და ეს ხალხიც არის დასტური იმისა, რომ ეს გეგმა არის სიცოცხლისუნარიანი, არის მიმართული გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენ არჩევნების დღეს 56 ნომრის შემოხაზვით დავაფიქსირებთ,”-განაცხადა ახვლედიანმა.

წალენჯიხა, ჩხოროწყუ, აბაშა მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანიას თქმით, რეგიონში საკმაოდ მწვავე პრობლემებია. მიუხედავად იმისა, რომ რესურსი არსებობს რომ მოსახლეობამ იცხოვროს კარგად, ამისთვის არაფერი დღემდე არაფერი კეთდებოდა. ბელქანიამ ისიც აღნიშნა რომ თავად იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ხმა პარლამენტში. 

“ყოველთვის ვიცოდი ჩემს რეგიონს რა პრობლემებიც აწუხებდა, მაგრამ ახლა უფრო სიღრმისეულად შევისწავლე ის. რეგიონის ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა რომელიც აერთიანებს ამ ხალხს, ასევე არ აქვს წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია. ხელმისაწვდომი არ არის არც განათლება, რადგან არ აქვთ ინტერნეტი და განათლების მინისტრი ტყუის როდესაც ამბობს რომ ეს ნაწილი რეგიონში მოწესრიგებულია. რეგიონს აქვს როგორც ადამიანური ასევე ბუნებრივიც. ამ რეგიონის ერთადერთი ხსნა არის ანაკლიის პორტი, რომელსაც დაასრულებს “ლელო” და მიიყვანს ბოლომდე,”- განაცხადა ბელქანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...