0 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

   აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეთანხმმდნენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს სირიაში ცეცხლის შესაწყვეტად.ეს ლიდერების პირველი სატელეფონო საუბარი იყო მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ აშშ-მ საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიაზე და რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბა.თეთრი სახლისა და კრემლის განცხადებებში ჩანდა კონსტრუქციული დიალოგის სურვილი. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმა ისაუბრეს ჩრდილოეთ კორეის საკითხზეც და მომავალი შეხვედრაც დაგეგმეს.

    ერთი თვის წინ ტრამპმა სირიის მთავრობის ავიაბაზაზე საჰაერო დარტყმების განხორციელება ბრძანა. მისი ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ქიმიური იარაღით  80-ზე მეტი ადამიანის სიკვდილს, რასიც აშშ-მ სირიის მათავრობდა და მისი ლიდერი ბაშარ ალ-ასადი დაადანაშაულა. ბაშარ ალ-ასადმა კი განაცხადა, რომ მასზე დაბრალება ცილისწამება იყო და ინციდენტი გაყალბდა. ეს მაშინ, როცა მისი მთავარი პარტნიორი რუსეთი სულ სხვა რამეს ამბობდა. რუსეთის განცხადებით ინციდენტი გამოიწვია საჰაერო დარტყმებმა მეამბოხეთა ბაზაზე, რომელიც ქიმიურ იარაღსაც შეიცავდა.

    მიუხედავად ამისა, ახლა პუტინი აცხადებს, რომ საჭიროა ინციდენტის მთლიანად გამოძიება და მათი დასჯა, ვინც  ქიმიური იარაღი გამოიყენა.

   თეთრი სახლის განცხადებით,  ტრამპი და  პუტინი შეთანხმდნენ, რომ სიარიაში ეს უბედურება უნდა შეწყდეს მაქსიმალურად მოკლდე დროში და ამისთვის ყველა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

   შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა ატომური და ბალესტიკური ბომბების გამოცდას აწყობს, რის შესახებაც ტრამპმა უკვე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მთავარი კონფლიქტი ჯერ კიდევ მოსალოდნელია. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა მან პუტინთანაც.

  როგორც კრემლი აცხადებს, პრეზიდენტებმა დაგეგმეს პირისპირ შეხვედრაც, რომელიც ჰამბურგის სამიტზე უნდა შედგეს ივლისში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები