0 9 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დამასკოს აეროპორტთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა

  ისრაელის სარაკეტო დარტყმას დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოყვა.  აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

სირიის მეამბოხეების ცნობით, დარტყმა „ჰეზბოლას“  იარაღის საწყობზე განხორციელდა.

ოფიციალური ისრაელი აფეთქებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ისრაელის მედია საშუალებების ინფორმაციით  ხანძრის შედეგად,  საწვავის ავზი და საწყობები განადგურდა. 

   სპეცსამსახურების ინფორმაციით, იარაღის მარაგი ირანიდან შედიოდა და აეროპორტში თეირანიდან ჩასულ სატვირთო თვითმფრინავებს თითქმის ყოველდღიურად იღებდნენ. აეროპორტი დამასკოდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები