1 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტატია იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ადამიანის ტვინი ერთმანეთისგან

   ბევრი ანთროპოლოგი ფიქრობს, რომ დიდ სოციალურ ჯგუფში ცხოვრება ხელს უწყობს ტვინის ევოლუციას და ეს გავლენას ახდენს მის ზრდაზე.

BBC-ის ჯეიმს ჰიგამ აუხსნა, რატომ გვაქვს ასეთი დიდი და მძიმე  ტვინი. მან ჟურნალისტს აჩვენა ლამურების ჯგუფის თავის ქალები. მისი მთავარი ინტერესი  არის მათი თავის ქალის ზომა. ჯეიმსმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს მაიმუნების, ლამურების და ადამინების თავის ტვინის ზომა. შესწავლის შემდეგ,  მათ წარადგინეს ახალი  შეხედულება იმის შესახებ, თუ, რატომაა ჩვენი ტვინი ასეთი დიდი ზომის.

დასკვნა ასეთია:  ის  რომ ზოგიერთ პრიმატს აქვს უფრო დიდი ტვინი ვიდრე სხვებს, გამომდინარეობს მათი სოციალური ქცევიდან. პრიმატებს, რომლებიც ცხოვრობენ უფრო დიდ და კომპლექსურ სოციალურ ჯგუფში, სჭირდებათ უფრო დიდი ტვინი, რომ მან უზრუნველყოს სოციალური ურთიერთობები.

ეს თეორია ორი ათწლეულია რაც არსებობს და მას ეწოდება "ტვინის სოციალური ჰიპოთეზა".

ახალი კვლევებით დადასტურდა ასევე ის, რომ საკვები მჭიდრო კავშირშია თავის ტვინის ზომასთან. ხილისმჭამელ ცხოველებს უფრო დიდი ტვინი აქვთ, ვიდრე ფოთლისმჭამელებს. ხილს უფრო მეტი მარგებელი ღირებულება აქვს. ეს დებულება, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს იმ როლს ტვინის ზრდაში, რომელსაც სოციოლური გარემო ასრულებს.

                   ავტორი: მაგდა ბატიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები