0 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯენიფერ ლოპესის იაფფასიანმა კაბამ მსოფლიო აალაპარაკა

   ჯენიფერ ლოპესის რომანტიკული ვახშამი პაპარაცებს კადრს მიღმა არ დარჩენიათ. 47 წლის მომღერლის თეთრმა მოკლე კაბამ ყურადღება იმითაც დაიმსახურა, რომ მისი ფასულ სულ რაღაც 34 ევროა.  

   ჯენიფერი ამ კაბით პაპარაცებმა მაიამიში დააფიქსირეს, სადაც ის რომანტიკულ სადილზე მიდიოდა თავის ახალ ბოიფრენდდთან  41 წლის ალექს როდრიგესთან ერთად. ალექსი შესანიშნავად გამოიყურებოდა განიერ თეთრ შარვალსა და მუქ ლურჯ პულოვერში.წყვილმა  რომანტიკულ სადილზე რამდენიმე საათი გაატარა

  როდრიგესმა  უკვე გაიცნო  ჯეილოს  ტყუპები -  მაქსი და ემა.  როგორც წყარო იტყობინება, ტყუპებს მოეწონათ ის და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯეილო როდრიგესთანაა. თავად როდრიგესს  ორი შვილი ჰყავს ყოფილი ცოლისგან: ნატაშა და ელა.

წყვილს იმედი აქვს, რომ შვილებს მალე გააცნობენ ერთმანეთს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები