1 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

და მაინც, როგორ შეძლო პრინც უილიამსმა ქეითის საჯაროდ შერცხვენა?

   ჰერცოგი და  კემბრიჯის ჰერცოგინია პარიზში რამდენიმე დღეა ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან . ეს არის პრინცი უილიამის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის დედაქალაქში პრინცესა დაიანას სიკვდილის შემდეგ.

   მოგზაურობის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოზე ჰერცოგინია ქეითის ღიმილი ნამდვილად აღგიძრავთ ეჭვს, რომ ის ნამდვილად არ არის ბედნიერი. საქმე იმაშია, რომ პრინცის ფოტოგრაფები და თანხმლები პირები სათხილამურო ტურით მთელი დღის განმავლობაში ერთობოდნენ  , რაც განკიცხვისა და სიცილის საბაბი გახდა ბევრისათვის. 

   ასევე აჟიოტაჟი გამოიწვია პრინცის სურათმა, რომელიც ღამის კლუბშია გადაღებული. შესაძლოა ის სრულიად უდანაშაულო იყო.  თუმცა მაინც გავარდა ხმები : როგორ შეარცხვინა ქეითი პრინცმა საჯაროდ?!

  ეს საკმაოდ მტკივნეული უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ცოლისთვის. მინიმუმ, ჰერცოგინიას თავი სულელად უნდა ეგრძნო.წლების განმავლობაში ის და უილიამი ცდილობდნენ თავი  ერთიან გუნდად წარმოეჩინათ,  როგორც სამეფო გუნდს და დაქორწინებულ წყვილს.

  დღეს კი უილიამის გამოხტომები საჯარო განხილვის თემად იქცა.  დაიწყო სპეკულაციები მის ქორწინებაზე.  პრინცი უილიამი თავის მეუღლეს რთულ მდგომარეობაში აყენებს. შესაძლოა ამაზე არც ფიქრობს ან შესაძლოა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

                                                                                          ავტორი: მაგდა ბატიაშვილი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები